აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ქვეყნის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი იანვარში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაციას დაესწრება. ის და პირველი ლედი აპირებენ შეასრულონ ეს დაპირება და დაესწრონ ინაუგურაციას“, - განაცხადა ბეიტსმა.