თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული მწერალი ბექა ქურხული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ბექა ქურხული დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
გადაწყვეტილებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულმა და თქვა, რომ ადასტურებს პროტესტში აქტიურ მონაწილეობას, თუმცა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც ერთი წამით, ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად ვმონაწილეობ, 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- თქვა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს.