აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. ეს ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ CNN იუწყება.
თეთრი სახლის წყაროს ცნობით, რუბიოსა და ლავროვს შორის ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა, სულ მცირე, გარკვეული დროით გადაიდო. მანამდე, მათი შეხვედრის შესაძლო თარიღად 23 ოქტომბერი იყო დასახელებული.
რუბიოსა და ლავროვს, ბუდაპეშტში ტრამპი-პუტინის შეხვედრა უნდა მოემზადებინათ.
შეხვედრის გადადების კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა.
თუმცა, გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ეს გამოწვეულია რუბიოსა და ლავროვის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებით.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოსა და ლავროვს შორის საუბარმა აჩვენა, რომ რუსებს მნიშვნელოვნად არ შეუცვიათ თავიანთი მაქსიმალისტური მოთხოვნები.
ამის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუბიო ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის გეგმების გაგრძელების რეკომენდაციას გაუწევს.
გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, ლავროვს ამ კვირაში კვლავ დაელაპარაკება.