ტროტუარზე შარფის ტარების გამო დააკავეს გოგო, - ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა და მას დღიანი პატიმრობა ემუქრება.
"პოლიციამ დღეს სახლში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანეს გოგო, რომელიც ქაშუეთთან გააჩერეს და ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება", - წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.