უკრაინამ ლენინგრადის ოლქში სიდიდით მეორე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
„ობიექტზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ზიანის შედეგები ზუსტდება. კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი წლიური სიმძლავრე წელიწადში 18.4 მილიონი ტონა ნავთობგადამუშავებაა“, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა კურსკის რეგიონში „ისკანდერის“ რადარის სისტემა და სატრანსპორტო-დამტვირთავი მანქანა გაანადგურეს.
დარტყმა განხორციელდა ასევე მტრის შეიარაღებული ძალების მე-8 არმიის სამეთაურო პუნქტზე, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
„სამიზნეზე დარტყმა განხორციელდა. შედეგები დაზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.