ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი (ოქროს ლომი) 72 წლის ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ფილმმა „მამა დედა და ძმა“ მოიპოვა, რომელიც სამი ეპიზოდისგან შედგება და ნიუ-იორკში, პარიზსა და დუბლინში მცხოვრები სხვადასხვა თაობის ოჯახების ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები შაბათს, 6 სექტემბერს დაასახელა
ჯარმუშის ფილმში მონაწილეობენ ქეით ბლანშეტი, შარლოტა რემპლინგი, ადამ დრაივერი, ტომ უეიტსი და სხვები.
ფესტივალზე მნიშვნელობით მეორე ჯილდო, “ვერცხლის ლომი”, ტუნისელი რეჟისორის, კაუტერ ბენ ჰანიას ფილმს “ჰინდ რაჯაბის ხმა” გადაეცა, რომელიც 2024 წლის იანვარში ღაზას სექტორში დაღუპული პალესტინელი გოგონას სიცოცხლის ბოლო წუთებზე მოგვითხრობს.
ისრაელის სამხედროები უარყოფენ ჰინდ რაჯაბის ოჯახის სიკვდილთან რაიმე კავშირს.
როგორც გამოცემა DPA აღნიშნავს, ფილმში 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმა ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის საბაბად არ არის გამოყენებული.
ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო რეჟისორად ამერიკელი ბენი სეფდი დაასახელა ფილმისთვის The Smashing Machine.
საუკეთესო სცენარისთვის პრიზი გადაეცათ ფრანგ სცენარისტება - ვალერი დონზელისა და ჟილ მარშანს ფილმ A pied d’oeuvre სცენარისთვის.
საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ჯილდო მიიღო შინ ჟილეიმ, ფილმ „The Sun Rises on Us All“-ში შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა ტონი სერვილო როლისთვის ფილმში „La Grazia“.