ვინ არის კრემლის ნამდვილი მმართველი: პუტინი თუ ლავროვი? - ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი X-ზე წერს.
კუბილიუსი ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განაცხადებას, რომ რუსეთი ვერ დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს.
„როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს ორმხრივ შეხვედრაზე დაჰპირდა. შესაძლოა, პუტინი კრემლის ნამდვილი მმართველი არ არის?“- წერს კუბილიუსი.