კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.
ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, ანანდი ვაშინგტონს ეწვია, სადაც რუბიოს შეხვდა.
მათ განიხილეს კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიმდინარე ომი უკრაინის წინააღმდეგ და ანანდისა და „სკანდინავიური ხუთეულის“ შეხვედრის შემდეგ არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები.
მათ ასევე განიხილეს ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, ჰამასის შეიარაღებისა და მძევლების დაბრუნების საკითხები.
ანანდმა რუბიო შემოდგომაზე ონტარიოში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია.