პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორის საკრებულოში მათი წარმომადგენლები თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ არის სიცრუე და ემსახურება პარტიის დისკრედიტაციას.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე - ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“.
სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ.
ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს“,-აღნიშნულია განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ენმ-ს წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ რაზმაძის იმპიჩმენტზე გახარიას პარტია უარს ამბობდა.
"არგუმენტი აქვთ, ქვას გახეთქავს: "უნდა შევამოწმოთ სტატიის ნამდვილობაო".
ასავალ დასავალი გონიათ ნიუ- იორკ თაიმსი". - წერდა წითლიძე.