ღალატის ფასად რაზმაძის ოჯახი მილიონერი ხდება, ფულის გამო ყიდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას თქვა.
მთელი აგვისტოს განმავლობაში, ჩვენ ერთიმეორეს მიყოლებით, ვუყურებთ, თუ როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ და ივანიშვილის წამომადგენლები, აგვისტოს ომი საქართველოს დააბრალონ, პირველ რიგში ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ საოკუპაციო ჯარი გამოიყვანონ მშვიდობის მყოფელებად. 8 აგვისტოს ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ღიად დააბრალა საქართველოს ომის დაწყება, ხოლო გუშინ, წავიკითხეთ ბატონი რაზმაძის კომენტარი და განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თითქოს, ჰააგის მიერ, სამხედრო დანაშაულის ჩამდენი არმია მშვიდობისმყოფელია, ხოლო ქართული ჯარი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, ჩვენს ოჯახებს და სამშობლოს, ხულიგნებად გამოაცხადა. რის ფასად უღირს ბატონ რაზმაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას მოღალატეობრივი განცხადებების და ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, რაზმაძის შვილის, 5 წლის განმავლობაში, 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში აღებული, ანუ მილიონერი ოჯახია და ღალატის ფასად მისი ოჯახი მილიონერი ხდება. მისი ოჯახის წევრი, კარიჭაშვილი, ასევე არის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი და 50 მილიონზე მეტი აქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, ეს ვაჟბატონი, ამის ფასად, ყიდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ვაჟბატონები ვერ ეღირსებიან საქართველოს სრულ ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსულ კრიმინალურ რეჟიმთან, არ უნდა მივიღოთ მათ მიერ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და დღეს, საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტში და მასთან ახლო მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებს, მოვუწოდებთ, შუერთდნენ 6 საათზე აქციას, ბატონ რაზმაძეს მიწა უნდა ეწვოდეს ღალატისთვის და იმ განცხადებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ჯარს, - განაცხადა თენგო თევზაძემ.
შეგახსენებთ, გორის საკრებულოს თავმჯდომარენ დავით რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა:
"[რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ... ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო, შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე."