უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს იმ ადგილზე მივიდა, სადაც 31 ივლისის ღამეს რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
„რუსეთის ქმედებების გამართლება შეუძლებელია. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ ჩვენი ხალხის მკვლელობას, ამ სასტიკ დარტყმებს. რუსეთის მიერ კიევზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 179 კი დაშავდა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახებს, ახლობლებს და ყველას, ვინც დაკარგა ყველაზე ძვირფასი. ეს დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარტყმა იყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ესაუბრა დანგრეული ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ სახელმწიფო მხარს დაუჭერს ყველა დაზარალებულს.