აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 112 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ სულ რაღაც ერთ თვეში „უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა“. აშშ-ის პრეზიდენტი მონაცემების წყაროებს არ ასახელებს.
„წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა. ეს უამრავი არასაჭირო სიკვდილია!“ - აღნიშნა მან. ტრამპს არ დაუკონკრეტებოა მხოლოდ დაღუპულებზე საუბრობს თუ დაჭრილებზეც.
მისივე თქმით, უკრაინაც ძლიერ დაზარალადა. მისი განცახდენოთ, დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.
„ამ წამს შემატყობინეს, რომ ამ თვეში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკვდა უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში. რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა წლის დასაწყისიდან. ეს ბევრი არასაჭირო სიკვდილია! თუმცა, უკრაინაც ძალიან დაზიანდა. მათ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგეს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და ეს მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა სამოქალაქო პირები, მაგრამ ნაკლები რაოდენობით, მაშინ როცა რუსულმა რაკეტებმა დაატყეს კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო - ეს ბაიდენის ომია, ტრამპის არა. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, ვნახო თუ შემიძლია მისის შეჩერება!“ - წერს ტრამპი.