გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-თან მიღწეული შეთანხმების შემდეგ უკრაინას Patriot-ის ტიპის ორ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბოროს პისტორიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალისხმევის წყალობით, „გერმანიას შეუძლია უკრაინას ჯერ გამშვები სისტემები მიაწოდოს, შემდეგ კი Patriot-ის სისტემის დამატებითი კომპონენტები“.
როგორც Reuters-ი იუწყება, ბუნდესვერი უახლოეს დღეებში უკრაინას Patriot-ის დამატებით გამშვებ დანადგარებს მიაწვდის, ხოლო ორ-სამ თვეში - სისტემის დამატებით კომპონენტებს.
სამაგიეროდ, ბერლინი აშშ-გან Patriot-ის ახალ სისტემებს მიიღებს, რომლებსაც საკუთარი სახსრებით შეიძენს, წერს Reuters.