ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ლომონოსოვის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
„ლომონოსოვის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალი დაშავდა. მას აღენიშნება სისხლჩაქცევები და ჭრილობები, დაშავებული დახმარებას ლომონოსოვის საავადმყოფოში იღებს“, - წერს დროზდენკო.
ასევე, მისი თქმით, ლომონოსოვის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სამბინიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კვირას ლენინგრადის ოლქში 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.