„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა ხელბორკილები “ლელო ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაადეს.
ადგილზე შეკრებილები არიან ლიდერების მხარდაჭერები, პოლიტიკოსები, ადგილზე იმყოფება ასევე, მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.