რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
უშაკოვის თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა თანამოსაუბრეს 2 ივნისს თურქეთში მიღწეული სტამბოლის შეთანხმებების შესრულების შესახებ აცნობა.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები გააგრძელოს.
უშაკოვის თქმით, საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.
ტრამპმა და პუტინმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, რომელასც ტრამპმა ძალიან საგანგაშო უწოდა.
თანამოსაუბრეებმა არ გამორიცხეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნება.
უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ საუბრის დროს პუტინმა და ტრამპმა აღნიშნეს „ორი ქვეყნის ძმობა მეორე მსოფლიო ომის დროს და ასევე გამოთქვეს კმაყოფილება დამყარებული ურთიერთობებით, რაც საშუალებას იძლევა გადაიჭრას მიმდინარე საკითხები“.
თეთრ სახლს საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.