გულწრფელად ვუხდით მადლობას მათ, ვინც გვერდში გვიდგას და აღიარებს, რომ ისრაელს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, დაიცვას თავი მუდმივი და რეალური საფრთხისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს ბირთვული შესაძლებლობები, ყველასთვის უფრო უსაფრთხოა.
„მილიონობით ისრაელელმა მთელი ღამე თავშესაფრებში გაატარა თეირანის რეჟიმის მიერ მასიურად გაშვებული რაკეტების გამო, რაც ახლაც გრძელდება. სამწუხაროდ, ამ იერიშს, რომელიც განზრახ იყო მიმართული ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობაზე, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები. ისრაელმა იმოქმედა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სამხედრო პირებზე, რომლებიც ამ სახიფათო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ოპერაციას წინ უძღოდა ბოლო თვეების შემაშფოთებელი მოვლენები, რომლებიც ასახულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო ანგარიშშიც და ირანის ბირთვული პროგრესის დაჩქარებაზე მიანიშნებს“, – აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი.
ჰადას მეიცადის განცხადებით, თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს.
„თეირანის რეჟიმი არც სიტყვებით და არც მოქმედებით არ მალავს თავის მიზანს, ზიანი მიაყენოს ისრაელის სახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებს. სამყარო, რომელშიც მსოფლიო ტერორიზმის მთავარ ექსპორტიორს არ აქვს სამხედრო ბირთვული შესაძლებლობები, უფრო უსაფრთხოა ყველასთვის. გულწრფელად ვუხდით მადლობას მათ, ვინც გვიდგას გვერდში და აღიარებს, რომ ისრაელს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, დაიცვას თავი მუდმივი და რეალური საფრთხისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაცვას“, – განაცხადა ჰადას მეიცადამა.