აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში გადაჰყავს ირანზე ისრაელის თავდასხმისა და თეირანის შესაძლო საპასუხო ქმედებების ფონზესამხედრო ძალები გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა გამანადგურებელ USS Thomas Hudner-ს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გადაადგილების დაწყება უბრძანა, ხოლო მეორე გამანადგურებელს - წინ მოძრაობა, რათა თეთრი სახლის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებისთვის მზად უყოს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრას მართავს სიტუაციის განსახილველად.
როგორც ცნობილია, 13 ივნისის ღამეს ისრაელმა დარტყმები განახორციელა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ირანულ ობიექტებზე, რაც ახსნა ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილების სურვილით.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი, ჰოსეინ სალამი. აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის დაღუპვა და ისრაელს შურისძიებით დაემუქრა.
ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა.