საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთანშეხვედრას გამართავს. მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე იმყოფებიან - მინისტრისმოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს