UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
აეროპორტში მას გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
"სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. [ტრამპს] რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, ვახსენე საქართველო დაუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მოეწონა ჩემი ბრძოლა…", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მერაბ დვალიშვილი საქართველოში მწვრთნელ ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა. მისი თქმით, სამშობლოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება, რის შემდეგაც ბაქოში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
შეგასენებთ, 8 ივნისს მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა