უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი პლატფორმა X-ზე კიევზე თავდასხმას ეხმიანება.
„ეს კიევია. ქალებისა და ბავშვების განურჩეველი მკვლელობა ღამით, მათსავე სახლებში, აშკარად არღვევს 1977 წლის ჟენევის სამშვიდობო პროტოკოლებს, რომლებიც უდანაშაულოების დასაცავად შეიქმნა. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობა. ცეცხლის შეწყვეტა ახლავე“, - წერს კელოგი და კიევზე მომხდარი თავდასხმის ფოტოს აქვეყნებს.