საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაწესდება, თუკი ის უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის. ამის შესახებ მან TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განსახილველად“.
„ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებულ იქნა სანქციების რამდენიმე ათეული პაკეტი, თუმცა თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ უახლოეს დღეებში ახალი სანქციების განხილვა მოხდება - ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კონტაქტში“,