26 ოქტომბრის საღამოს კიევზე ორი სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაიმული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
„26 ოქტომბრის საღამოდან დედაქალაქზე მტრის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ქალაქის 14 მცხოვრები. მედიკოსებმა ცხრა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს კლიჩკო.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, დესნიანსკის რაიონში რუსეთის იერიშს 46 წლის ქალი ემსხვერპლა.
უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები, მეტროს სადგური, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, ბიზნესცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ტრამვაი და ავტომობილები.
რუსებმა ასევე იერიში მიიტანეს ხარკივის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე.