ჩვენ ვართ ფსიქოპატების ხელში, ეს არ არის მარტივი. ამ წერილს საღ აზრზე მყოფი ავტორი არც ყავს და ვერც ეყოლება, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსისადმი.
გვარამიას განაცხადებით, გონიერი და ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანი ასეთ ტექსტებს არ წერს.
„პრეზიდენტებს პრემიერ მინისტრები წერილებს არ წერენ. ეს კაცი ჩვენთვის პრემიერ მინისიტრი არ არის, არც აშშ-სთვის, რადგან ეს რეჟიმი მათი მხრიდან აღიარებული არ არის. ჩვენ ვისმენდით, რომ დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, სადაც განსაკუთრებული შეხვედრები ჰქონდა, თუმცა, იმ ყველაფერზე პასუხი იყო, რაც დავითაშვილმა უთხრა, “თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. ეს “თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ“ არის ახალი არჩევნები, ეს ჩანს “მეგობარ აქტშიც“, რადგან იქ საუბარია არა მხოლოდ ახლა არჩევნებზე, არამედ იმათ დასჯაზე, ვინც გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.“თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ“ “ქართულმა ოცნებამ“ იცის ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ხელისუფლების დასასრულს. რაც თავის მხრივ “ოცნებისთვის“ არის უმძიმესი შედეგების მომტანი. რადგან მათ კარგად იციან, „ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეზე გაგზავნით, რა მასშტაბის დარღვევები, კორუფცია და დანაშაულებები ამოვა ზედაპირზე. “ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი მიზანი, შეინარჩუნოს საკუთარი თავი ხელისუფლებაში, რადგან მიჩანიათ, რომ ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. წერილი, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, არის სასოწარკვეთილება და უგუნურება, რადგან გონიერი და ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანი ასეთ ტექსტებს არ წერს. ჩვენ ვართ ფსიქოპატების ხელში, ეს არ არის მარტივი. ამ წერილს საღ აზრზე მყოფი ავტორი არც ყავს და ვერც ეყოლება, რადგან ისეთი შინაარსია ამ ტექსტში,-განაცხადა გვარამიამ. გადაცემა “რეაქციაში“.