გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი.
მანამდე მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.
პირველ კენჭისყრაზე მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.