აქტივისტი თორნიკე რაზმაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო.
„სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს. არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.
შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.