აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ შეუქმნია თავისი გამოსახულება რომის პაპის იმიჯით, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და კრიტიკის საგანი გახდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ფოტო სინამდვილეში „ვიღაცამ შექმნა და ინტერნეტში გაავრცელა“.
„ეს მე არ გამიკეთებია. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა ეს. შესაძლოა, ეს ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცი... სინამდვილეში, ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ეს საყვარელია, ჰაჰა“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან უარყო, რომ სურათი კათოლიკეებმა შეურაცხმყოფელად მიიღეს და გააკრიტიკეს და დასძინა, რომ ეს „ხუმრობა“ იყო და ნეგატიური კომენტარების უკან „ყალბი მედია“ იდგა.
ტრამპმა ფოტო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ხუმრობით თქვა, რომ სურდა კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური გამხდარიყო.
ნიუ-იორკის კათოლიკური კონფერენციის X-ის გვერდზე მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი. „ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯედი ვენსი, რომელიც თავად კათოლიკეა, ტრამპი დაიცავა.
„ზოგადად, წინააღმდეგი არ ვარ, რომ ადამიანებმა იხუმრონ, მაგრამ ვერ ვიტან, როდესაც ისინი სულელურ ომებს იწყებენ, სადაც ათასობით ჩემ თანამემამულს იღუპება“, - დაწერა ვენსმა X-ზე.