რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისმაკოალიციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში კატასტროფული შედეგები აჩვენა.
რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ, ჩოლაკუმ განაცხადა, რომ 5 მაისის საღამოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება.
ჩოლაკუმ აღნიშნა, რომ მისი პარტიის მინისტრები კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი მთავრობის დროებით წევრებად.
ჩოლაკუ ადრე სოციალ-დემოკრატების კოალიციიდან გასვლის შესაძლებლობაზე საუბრობდა.
„ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა“, - მიაჩნია რუმინეთის მთავრობის მეთაურს.
ჩოლაკუმ დასძინა, რომ რუმინეთის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც 18 მაისს აირჩევა, „პარლამენტში უმრავლესობის შექმნას შეძლებენ იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც გადაწყვეტენ, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას და ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი“.
ჩიოლაკუს გადადგომის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ილიე ბოლოჟანმა დროებითი პრემიერ-მინისტრი უნდა დანიშნოს.
მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს ახალი მეთაური შესაძლოა, განათლების მინისტრი, დანიელ დავიდი გახდეს.
შეგახსენებთ, 4 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც გაიმარჯვა ულტრამემარჯვენეების ლიდერმა ჯორჯ სიმიონმა, რომელმაც 40,94% დააგროვა, ხოლო ბუქარესტის ლიბერალმა მერმა ნიკუსორ დანმა 20,99% მიიღო.