დონეცკის ოლქის სულ მცირე ორი მცხოვრები დაიღუპა შაბათს, 3 მაისს, რუსული თავდასხმების შედეგად.
დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.
„დონეცკის ოლქის დღევანდელი დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა. მირნოგრადში რუსებმა 56 წლის კაცი მოკლეს და 6 კერძო სახლი დააზიანეს.
ფილაშკინმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინოვკაში ერთი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე სახლი დაზიანდა.