სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.
მედიის ცნობით, ვუჩიჩი აშშ-დან ჩამოსვლისთანავე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა, გამოკვლევის შემდეგ კი დაუყოვნებლივ სერბეთში დაბრუნდა.
სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალექსანდრ ვუჩიჩის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმირ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.