აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძე თავისუფალია. მან ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
ლევან ზაზაძე 21 აპრილს იმ დროს დააკავეს, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ტროტუარზე იდგა. შემდეგ კი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ლევან ზაზაძეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.