აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურების მიყიდვის შესახებ, 310 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის ცნობით, კონტრაქტი, შესაძლოა, თვითმფრინავის მართვის სწავლებასაც მოიცავდეს.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი კონტრაქტორები Lockheed Martin Aeronautics, BAE Systems და AAR Corporation იქნებიან.
აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პირველად დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას. საუბარია კერძო კომპანიებისგან 50 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების საქონლის, მათ შორის ტექნიკური მონაცემებისა და გარკვეული მომსახურების გაყიდვაზე.