2 მაისს, საღამოს, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად, 47 ადამიანი დაშავდა. ფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისმოდა.ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა 11 წლის მოზარდიც. იერიშები საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა.
სინეგუბოვმა სოცილურ ქსელში ხარკოვზე მასშტაბური თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამჟამად ქალაქის საავადმყოფოებში 8 დაშავებული იმყოფება, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დაზარალდა ქალაქის ოთხი რაიონი: სლობოდსკოის, სალტოვის, კიევისა და ოსნოვიანსის. ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.