2 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია, საიდანაც 126 დრონმა სამიზნეს საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო ვერ მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 64 დრონი.
ასევე, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაიკარგა 62 უპილოტო საფრენი აპარატი.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
აღნიშნულია, რომ მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერია საავიაციო, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, ელექტრონულმა საბრძოლო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.