ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ MEGOBARI ACT-ის მიღების პროცესი აშშ-ის სენატში კიდევ უფრო დაჩქარდება და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა “ქართული ოცნებისთვის”, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ "MEGOBARI ACT"-ის მიღების პროცესი აშშ-ის სენატში კიდევ უფრო დაჩქარდება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ აქტს აქვს ორმხრივი, ორპარტიული მხარდაჭერა.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მეგობარი აქტის მიღებით ეს იქნება არა მხოლოდ სიკეთის მიღება თითოეული ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში, არამედ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში და რაც მთავარია ივანიშვილის ხელისუფლების და მისი რეჟიმისთვის ეს იქნება უმძიმესი დარტყმა, რადგან მეგობარი აქტის მიღება იქნება მათთვის მომაკვდინებელი დარტყმის მატარებელი. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რომ უფრო დაჩქარებული წესით მიიღონ და ამ პროცესში “ქართულ ოცნებას” არანაირი რესურსი არ ექნება, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.