აქ მთავარი კანონებია: ომი — მშვიდობაა, თავისუფლება — მონობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
"თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს ქოცური აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს - გამარჯვების უფლება არა.
მშვიდობა სიჩუმეა; მოძალადე - დაცული; ხალხი - დაუცველი. თუ ფიქრობ - საშიში ხარ; თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ; თუ იბრძვი - უცხოეთის აგენტი; თუ აპროტესტებ - პროვოკატორი. ეს არის ქოცური სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.
აქ მთავარი კანონებია: ომი — მშვიდობაა, თავისუფლება — მონობა. უფროსი ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის!
თუ ეგუები არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწყმო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ. გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.