„ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.
„„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 25 აპრილს განაცხადა.