“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლაიენს და EPP-ის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვალენსიაში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფება, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ესწრებიან. კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლაიენს და EPP-ის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს შეხვდა.
პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარემ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმზე, რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის საფრთხეზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქვეყნის დამოიკიდებლობა 2008 წელს და 50-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რომლებიც უკანონოდ დააკავა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ.