შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN შვედ სამართალდამცავებსა და შვედურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გარდაცვალების ფაქტები მკვლელობის მუხლით განიხილება.
ტელეკომპანია SVT-ის ცნობით, უფსალაში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობდა. მისივე ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა.
„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შეტყობინება ტერიტორიაზე სროლის შესახებ. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ“, - განაცხადა შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა მაგნუს კლარინმა.
მომხდარი ინციდენტის მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველია.