ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასიური გათიშვის მიზეზების გამოძიების ამ ეტაპზე ელექტროქსელზე კიბერშეტევის მტკიცებულება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე კიბერშეტევის არანაირი ნიშანი არ არსებობს“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა X-ში.
„ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზის დასადგენად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ“, - თქვა მან.
ამავდროულად, კოშტამ აღნიშნა, რომ ის კონტაქტზეა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსთან ამ ქვეყნების ელექტროქსელებზე მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან დაკავშირებით.
ესპანეთის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქის რეგიონში, ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა მოხდა.
გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა პორტუგალიასა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში.