კინოთეატრ „ამირანში“, 29 აპრილს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ეს შენი სახლია“ პრემიერა გაიმართება.
“ეს შენი სახლია” გიორგი ოვაშვილის ახალი, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც რეჟისორმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელშეწყობით გადაიღო. ფილმი აზიის განვითარების ბანკისა და რეჟისორის ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია ყურადღების გამახვილება პლასტმასით დაბინძურებაზე - მსოფლიოს, და მათ შორის საქართველოს, ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევაზე, რომელსაც გამანადგურებელი გავლენა აქვს გარემოზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ფილმში ოთხი ახალგაზრდის ბუნებაში ლაშქრობა მათთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. ტყეში ნანახი მთლიანად ცვლის მათ ცნობიერებას, გარესამყაროსა და ბუნების აღქმას.
ფილმის ჩვენება 19 საათზე დაიწყება.