უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქი ქალაქი კონსტანტინოვკა დაბომბეს.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქზე იერიში საავიაციო ბომბებით მიიტანა. დაიღუპა სამი მოქალაქე, ოთხი კი დაშავდა. ა
დაღუპულთა შორის არის ცოლ-ქმარი და 78 წლის პენსიონერი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 65 წელს გადაცილებულმა ოთხმა პირმა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და მსუბუქი ავტომობილები.