აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს დაჰპირდა, რომ აშშ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესიდან არ გავა. ამის შესახებ კარისმა გამოცემა ERR-ს განუცხადა.
მან თქვა, რომ რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ის აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გვერდით იჯდა, ცერემონიის შემდეგ კი ისაუბრეს.
„მე ვკითხე, როგორ მიდის სამშვიდობო პროცესი და ვთხოვე მას [ტრამპს], ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ პროცესი გაგრძელებულიყო და აშშ-ს არ გასულიყო [შუამავლის როლიდან].“
მან პირობა დადო, რომ ამას გააკეთებდა და თქვა, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ გადაწყვეტასთან, რადგან ის ახლახან შეხვდა ზელენსკის. „რა თქმა უნდა, მე მისთვის ბევრი კითხვა არ დამისვამს იმის შესახებ, თუ რა მოიტანა ამ შეხვედრამ“, - თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კარისმა დასძინა, რომ მან ტრამპი ესტონეთში მიიწვია, ტრამპმა კი ის - ვაშინგტონში.
„ასევე ვისაუბრეთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ორივესთვის, არა მხოლოდ ევროპული, არამედ ამერიკული თვალსაზრისითაც.
პრეზიდენტი ტრამპი ამას დაეთანხმა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.