შაბათს, 26 აპრილს, ირანის უმსხვილეს სავაჭრო პორტში, შაჰიდ რაჯაიში, მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ასობით ადამიანი მიმდებარე ტერიტორიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი პორტში საწვავის საწყობში მოხდა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ისცნობით, აფეთქების სიმძლავრემ სატრანსპორტო კვანძის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
შაჰიდ რაჯაის პორტი მდებარეობს ჰორმოზგანის პროვინციაში, დედაქალაქ თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1000 კილომეტრში, სპარსეთის ყურის ვიწრო სრუტეზე, რომელზეც მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის 20 პროცენტი გადის.