უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რომში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ზე.დაწერა.
“დღეს ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომში. უკრაინაში ომის დასრულება არის ჩვენი საერთო მიზანი პრეზიდენტ ტრამპთან ერთად.
უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა.
მას სურს, რომ ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად იმუშაოს ამის განსახორციელებლად.
ახლა პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას “მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, რომელიც გასული წლის მარტს, პარიზში დაიწყო, რათა მივაღწიოთ როგორც ცეცხლის შეწყვეტას, ასევე უკრაინაში სრულ და გრძელვადიან მშვიდობას“, - წერს მაკრონი.