ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 26 აპრილს რომში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის დროს გამართული მოკლე საუბრის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანუარ ელ-ანუნიმ განაცხადა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ფონ დერ ლაიენს შორის მომავალ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია.
„მვირე მოსაზრებების გაცვლის დროს, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტი ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა ანუარ ელ-ანუნიმ.