აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივან სერჰიი ნიკიფოროვზე დაყრდნობით იუწყება.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისათვის შეხვედრაუკვე დასრულებულია. ტრამპი და ზელენსკი პაპთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მივიდნენ.