უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი თავისი განცხადებებით „სამშვიდობო შეთანხმებაში“უკრაინის ტერიტორიების შესაძლო ჩართვაზე რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შეხახებ მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.
„მიმაჩნია, რომ ბატონმა უიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია, რადგან ის - შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის წარმომადგენელს არ აქვს მანდატი „განიხილოს უკრაინის ტერიტორიები“, რომლებიც უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.
„ამიტომ საერთოდ არ მესმის რაზე ლაპარაკობს. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა. მე არ მეგონა, რომ მას ჰყავდა ადამიანები, რომლებიც გააგრძელებენ ამ ნარატივების გავრცელებას სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში. ამიტომ მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.