ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მაზად არიან უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიაში მიიღონ მონაწილეობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც შეთანხმებული იქნება მისი მანდატი და მოქმედების წესები. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"მე არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ ექვსი ქვეყანაა მზად განლაგებისთვის. ასეთი [ქვეყნები] ნამდვილად მეტია. უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც ახლა უნდა გადაწყდეს", - თქვა მან.
პევკურმა აღნიშნა, რომ მთავარი პირობაა უკრაინის მოთხოვნა და მანდატის მკაფიო განსაზღვრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩართულობის წესების დადგენა და ცეცხლის შეწყვეტის პირობების განსაზღვრა.
"ბევრი კითხვაა: როგორი იქნება მანდატი, როგორია ჩართულობის წესები, თუ უკვე ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც ჩვენ მოვაგვარებთ ამ საკითხებს, ისევე როგორც ზოგიერთ სხვას - კერძოდ, სამხედრო დაგეგმვას - მაშინ ჩვენ შევძლებთ დავინახოთ გაცილებით მეტი ქვეყნა, რომლებიც მზად არიან უკრაინაში უკრაინის ძალების აღსადგენად", - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.