"ანწუხელიძე უკვდავია" - პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეებმა დღეს აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყეს, სადაც გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს.
მოგვიანებით ისინი მსვლელობით დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის” – ასე აღწერა თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თავდადება რუსეთ საქართველოს ომში.